ქალაქი ქალაქში – MAQRO CITY TBILISI ურბანული განვითარების ახალ სტანდარტებს ნერგავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MAQRO DEVELOPMENT-მა საზოგადოებას ახალი მასშტაბური პროექტი – MAQRO CITY Tbilisi წარუდგინა. უკვე დაწყებულია გაყიდვების ეტაპიც, რაც დიდ ინტერესს იწვევს როგორც მყიდველებში, ასევე საინვესტიციო სივრცის მაძიებლებს შორის.

პროექტი მდებარეობს დედაქალაქის ერთ-ერთ სტრატეგიულ ლოკაციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, ნოე რამიშვილის 30 ნომერში, და მიზნად ისახავს თანამედროვე, მრავალფუნქციური ცხოვრების სტილის დანერგვას. MAQRO CITY Tbilisi აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე ზონებს, რაც ბინადრებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში იცხოვრონ, იმუშაონ და დაისვენონ.

პროექტის მთავარი ღირსებაა რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეების სიუხვე, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ცხოვრების ხარისხს. მაშინ, როცა დედაქალაქში სარეკრეაციო სივრცის ნაკლებობაა, MAQRO CITY Tbilisi-ს მცხოვრებლებს 50 000 კვადრატულ მეტრამდე მოსასვენებელი, მწვანე სივრცე ექნებათ.

პროექტის ინფრასტრუქტურა კი მოიცავს როგორც სპორტულ, ისე გასართობ ზონებს – დაწყებული საცურაო აუზებითა და ჩოგბურთის კორტებით, დასრულებული ბავშვთა მოედნებითა და სარბენი ბილიკებით.

MAQRO CITY Tbilisi-ს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს განაპირობებს არაერთი ფაქტორი – მათ შორის, Mövenpick Living-ის საერთაშორისო სასტუმროს ინტეგრაცია პროექტის ტერიტორიაზე. ეს პროექტი თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ჰპირდება თბილისს.

უფრო დეტალურად "Entrepreneur საქართველოსთან" პროექტის შესახებ კომპანიის გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე MAQRO DEVELOPMENT-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გოგოხია და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი, სოფო წამალაშვილი საუბრობენ:

პირველ რიგში, ვისაუბროთ მიმდინარე პროექტის შესახებ რა არის "მაქრო სითი თბილისის" მთავარი იდეა და როგორია მისი მასშტაბები?

მარიამ გოგოხია: პროექტებზე მუშაობისას ჩვენი გუნდი არასოდეს კმაყოფილდება მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურული ნაგებობების შექმნით. ჩვენ ვაშენებთ კონცეპტუალურ, ურბანულ კომპლექსებს, რომლებიც, პირველ რიგში, აერთიანებს ადამიანებს, მათ უნიკალურ ისტორიებს, კულტურასა და განსხვავებულ ხასიათს.

სწორედ ამ ხედვით შეიქმნა აღნიშნული პროექტიც. "ქალაქი ქალაქში", სადაც ყოველი დეტალი ადამიანის გარშემო იქმნება. ადგილი, სადაც თითოეულ დეტალს თბილისისათვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული ემოცია ახლავს. "ქალაქი ქალაქში" კონცეფცია მხოლოდ სახელწოდებით არ შემოიფარგლება. ის ყოველ დეტალში, მათ შორის ვიზუალურ იდენტობაშიც აისახება. MAQRO CITY TBILISI-ს ლოგოში წარმოდგენილი ხოხობი არა უბრალოდ გრაფიკული ელემენტი, არამედ იმ ღირებულებათა ერთიანობაა, რომელიც ზუსტად ასახავს როგორც პროექტის იდეას, ისე თბილისის ხასიათსა და ისტორიას.

საუკუნეების განმავლობაში თბილისი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი ღირშესანიშნაობებითა და სტუმარმასპინძლობით, არამედ იმ ღირებულებებით, რომელიც მას უნიკალურს ხდის. ის რეგიონის მულტიკულტურული ცენტრია, ხიდი აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის, რომელიც სხვადასხვა ეროვნული, რელიგიური და კულტურული იდენტობის მქონე ადამიანებს აერთიანებს.

MAQRO CITY TBILISI სწორედ ამ ფასეულობების ღირსეული გამგრძელებელია – პროექტით, რომელიც არა მარტო აგრძელებს თბილისის ისტორიულ მრავალფეროვნებას, არამედ პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებსა და გამოწვევებს. ეს არის "ქალაქი ქალაქში", სადაც აღმოსავლური სტუმართმოყვარეობა დასავლურ ფუნქციონალურობასა და ინოვაციურობას ერწყმის. სივრცე, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობასა და მომავლის ხედვას აერთიანებს.

რა ინფრასტრუქტურული ობიექტებია გათვალისწინებული პროექტში?

სოფო წამალაშვილი: MAQRO CITY TBILISI 100 000 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. სრული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი კი გამწვანებულ და რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რომელიც ოთხ საცურაო აუზს, ჩოგბურთის სამ კორტს, კალათბურთის ორ მოედანს, ღია და დახურულ ფიტნეს-სივრცეებს, ველო და სარბენ ბილიკებს, ასევე საბავშვო გასართობ სივრცეებს მოიცავს. ეს იმის დასტურია, რომ კომპანია მწვანე კონცეფციის ერთგულებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ახალ პროექტშიც აგრძელებს.

რაც შეეხება საოფისე ფართებს, აქ იქნება თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მოქნილი დაგეგმარების ოფისები, რომლებიც დააკმაყოფილებს როგორც მცირე, ისე მსხვილი კომპანიების მოთხოვნებს.

გაყიდვები უკვე დაწყებულია თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი?

პროექტის ოფიციალური გამოცხადებიდან მხოლოდ 2 კვირაში უკვე გაყიდულია 700-ზე მეტი აპარტამენტი – ეს რიცხვი პირდაპირ მეტყველებს ჩვენს ეფექტიან სტრატეგიაზე, მყარ პოზიციონირებასა და მომხმარებლის მაღალი ნდობის ხარისხზე.

საწყის ეტაპზე ბინის შეძენა მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ფასად იყო შესაძლებელი – ეს ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფასის მატება ეტაპობრივად ხდება და პირდაპირ არის დამოკიდებული გაყიდვების ტემპსა და მოცულობაზე. არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ბინები სწრაფად იყიდება, რაც ფასის ზრდას პრაქტიკულად გარდაუვალს ხდის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ მომხმარებლებს, იჩქარონ, რადგან დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, "ფასები გაიზრდება".

როგორია საცხოვრებელი ბინების საწყისი ფასი და რა პირობებია შეთავაზებული გაყიდვის ამ ეტაპზე?

როგორც ყოველთვის, MAQRO DEVELOPMENT წინასწარი გაყიდვების ეტაპზე მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ამ ეტაპზე მომხმარებლებს შეუძლიათ კვადრატული მეტრი $1 250-დან შეიძინონ. ჩვენთან მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადების მოქნილი პირობებიც და ყოველთვიური გადასახადი $900-დან იწყება, ხოლო პირველადი შენატანი – მხოლოდ 20%-დან.

როგორ ბინებს ჩაიბარებენ პროექტის მომავალი მცხოვრებლები?

მომავალ ბინადრებს ბინები სრული რემონტით ჩაჰბარდებათ. ეს ნიშნავს, რომ დახვდებათ შეღებილი კედლები, ლამინირებული იატაკი, ალუმინის ფანჯრები და სლაიდ სისტემის კარები, კერამიკული ფილები სამზარეულოსა და აბაზანაში, იატაკის გათბობა; ასევე, სამზარეულოს ავეჯი და ჩაშენებული ტექნიკა: ღუმელი, გაზქურა და გამწოვი. სველი წერტილი იქნება სრულად აღჭურვილი სააბაზანო გარნიტურით.

ყველა ბინა გამოირჩევა თანამედროვე დაგეგმარებით, ენერგოეფექტურობითა და მაღალი ხარისხის გარე/შიდა მოპირკეთებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ღია და დახურულ საპარკინგე სივრცეებს.

როგორია საცხოვრებელი ბინების ტიპოლოგია და რა განსხვავებაა მათ შორის?

MAQRO DEVELOPMENT ყოველთვის ცდილობს, ბინის შეძენა ხელმისაწვდომი გახადოს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, პროექტის პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მცირე ზომის აპარტამენტებზე გავამახვილეთ – ბინებზე, რომელთა ფართობი 45 მ²-დან იწყება. კომპანიის სტრატეგია კი ნამდვილად გამართლდა, რადგან გაყიდული 700 ბინიდან 80% სწორედ ერთსაძინებლიანი აპარტამენტებია. ეს ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესებულია განახორციელოს ინვესტიცია MAQRO CITY TBILISI-ში.

პროექტში გათვალისწინებულია ბინები საკუთარი ეზოთი – ასეთი ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები იდეალურია ოჯახებისთვის და მათთვის, ვისაც ბუნებასთან მეტი სიახლოვე სურს. გონივრულად დაგეგმარებული სივრცე უზრუნველყოფს მეტ კომფორტსა და ფუნქციურობას, რაც საცხოვრებელ გარემოს დამატებით მიმზიდველობას სძენს.

ვთავაზობთ ტერასული ტიპის ბინებსაც, რომლებსაც აქვთ ფართო, ღია სივრცეები და ქალაქის უნიკალური ხედები, რაც დამატებით კომფორტსა და ესთეტიკურ მიმზიდველობას უზრუნველყოფს. ასეთ ბინებში ტერასა ფუნქციური ზონაა, რომელიც სივრცეს განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და სილამაზეს ანიჭებს.

ხოლო სტანდარტული ტიპის ბინები გამოირჩევა გონივრულად დაგეგმარებული სივრცით, ენერგოეფექტური სისტემებით და ხარისხიანი შიდა თუ გარე მოპირკეთებით. თითოეული დეტალი გათვლილია თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებზე, რაც ბინას მეტად კომფორტულსა და ფუნქციურს ხდის როგორც საცხოვრელად, ისე საინვესტიციოდ.

ასევე, MAQRO CITY TBILISI-ში მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ Mövenpick Living-ის ბრენდირებული აპარტამენტები – ინვესტიცია Mövenpick Living-ში ნიშნავს უძრავი ქონების შეძენას საერთაშორისო, შვეიცარიული გამოცდილებისა და სტანდარტების მქონე სასტუმროში, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან მომსახურებას, ბრენდის სანდოობას და საინვესტიციო სტაბილურობას. ყველა ეტაპი, უძრავი ქონების შეძენიდან დაწყებული, მართვითა და შემოსავლის გენერირებით დასრულებული, კომპანიის მიერ ხორციელდება, რაც ინვესტორს აძლევს საშუალებას, მიიღოს სტაბილური შემოსავალი დამატებითი ძალისხმევის გარეშე.

სად მდებარეობს პროექტი და რატომ არის ეს ადგილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი?

მარიამ გოგოხია: MAQRO CITY TBILISI-ს ადგილმდებარეობა კომპანიისთვის არა მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი, არამედ კარგად გააზრებული გადაწყვეტილებაა. გარდამტეხ ფაქტორებად იქცა მჭიდროდ განვითარებული ინფრასტრუქტურა და ისეთი გარემო, რომელიც ერთდროულად ხელს უწყობს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცის განვითარებას.

კომპლექსი განთავსებულია ქალაქის ერთ-ერთ სტრატეგიულ უბანში, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, სადაც თავმოყრილია როგორც ძირითადი სატრანსპორტო კვანძები, ისე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტები. სულ რამდენიმე წუთში მარტივად მისადგომია მეტროს სადგური "სამგორი", რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ კავშირს ქალაქის ნებისმიერ ნაწილთან. ახლოს მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რაც პროექტს დამატებით ღირებულებასა და უპირატესობას ანიჭებს. მის გარშემო განლაგებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სავაჭრო სივრცე "ისთ ფოინთი", ხოლო ავტომობილით რამდენიმე წუთში შესაძლებელია გასეირნება ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში.

პროექტს დამატებით მიმზიდველობას მატებს სამომავლოდ დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები. რა სახის პროექტებზეა საუბარი?

იგეგმება კახეთის ავტობანის პირდაპირი დაკავშირება თბილისის შემოსასვლელთან. ასევე, დაგეგმილია ახალი, მრავალფუნქციური და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას და, შესაბამისად, მოთხოვნას როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საინვესტიციო სივრცეებზე. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ინიციატივები MAQRO CITY TBILISI-ს მდებარეობას დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს, რაც საგრძნობლად ზრდის მის ღირებულებასა და საინვესტიციო მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.

რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე სივრცეები?

სოფო წამალაშვილი: MAQRO CITY TBILISI არის კომპლექსი, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. წინა პროექტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, MAQRO CITY TBILISI-ში დაიხვეწება კომერციული ზონა და საოფისე სივრცეები. კერძოდ, კომერციული ფართები განთავსდება მხოლოდ იმ ბლოკებში, რომელთა ფასადები კომპლექსის შიდა და გარე მხარეს გადაჰყურებს. ეს უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას როგორც მობინადრეებისთვის, ისე გარე მომხმარებლებისთვის.

საოფისე ბლოკები სრულად ინტეგრირებულია კომპლექსის კონცეფციაში, სადაც გათვალისწინებულია, მაგალითად, ინდივიდუალური და საერთო სამუშაო, თუ საოფისე სივრცეები, შეხვედრების ოთახები, დასასვენებელი ზონები და ღია ტერასა.

კომერციული და საცხოვრებელი ზონების ფუნქციური გამიჯვნა კი უზრუნველყოფს ჰარმონიულ, სწორად დაბალანსებულ გარემოს, რომელიც აერთიანებს კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს და ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

მოქნილი დაგეგმარება იძლევა შესაძლებლობას, სივრცეები ადაპტირდეს სხვადასხვა ბიზნესის საჭიროებებზე, დაწყებული ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის მაღაზიებიდან, დასრულებული კაფე-ბარებითა და მომსახურების ცენტრებით.

რაც შეეხება თავად კომპანიას: MAQRO GROUP დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა. როდის და როგორ დაარსდა ის?

მარიამ გოგოხია: MAQRO GROUP მრავალპროფილური საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს. კომპანიის გამოცდილება და მაღალი პროფესიული სტანდარტები მის ყველა პროექტში აისახება, რაც მომხმარებლისთვის ხარისხისა და სანდოობის გარანტია. "მაქრო ჯგუფი" საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. კომპანია სამშენებლო, უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორში ოპერირებს.

მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენი გუნდი გამოირჩევა სტრატეგიული ხედვით, მდიდარი გამოცდილებითა და მაღალი სანდოობით, რაც MAQRO-ს საინვესტიციო ლიდერად აქცევს.

კომპანია საქართველოში სამი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს. პირველ რიგში, ესაა MAQRO DEVELOPMENT, რომელიც ახორიცელებს ინოვაციურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ასევე, ვმუშაობთ ინფრასტრქტურული მიმართულებითაც – MAQRO CONSTRUCTION – როგორც კერძო სექტორთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშომლობით. დაბოლოს, MAQRO TOURISM პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და ტურისტული კომპლექსების მშენებლობის მიმართულებით ოპერირებს.

რა იყო კომპანიის საწყისი მიზანი და მისია?

MAQRO DEVELOPMENT-ის მიზანია შექმნას, პირველ რიგში, ეკომეგობრული მწვანე სივრცეები, კომპლექსები, რომლებიც იქმნება ადამიანებზე ფიქრით და მათზე ზრუნვით. გარემო, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მეტ პოპულარიზაციას უწევს და ქმნის შესაბამის ინფრასტრუქტურას ამისთვის. ასევე, ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი ურბანული დაგეგმარების "მომავლის" ქალაქები, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ინფრასტრუქტურას, რაც ქმნის კომფორტულ გარემოს საცხოვრებლად.

რა სტანდარტებს იყენებს MAQRO DEVELOPMENT მშენებლობის პროცესში?

MAQRO DEVELOPMENT მშენებლობის პროცესში საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მოქმედებს. კომპანია იყენებს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს, უსაფრთხოების წესებსა და ხარისხის კონტროლის მკაცრ სისტემას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კომპლექსების სიმტკიცეს, სანდოობასა და გრძელვადიანობას.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი აკმაყოფილებდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ნორმებს – დაწყებული პროექტირების ეტაპიდან, დასრულებული ბინის ჩაბარებით. ვთანამშრომლობთ სანდო მომწოდებლებთან, ვიყენებთ სერტიფიცირებულ მასალებს და მუდმივად ვზრდით ტექნიკური გუნდის კვალიფიკაციას.

კომპანიის მიერ განხორციელებული გამორჩეული პროექტებია "მწვანე ალმასი" და "მწვანე ბუდაპეშტი". როგორ შეიძლება ეს პროექტები გახდეს მაგალითი სხვა დეველოპერული კომპანიებისთვის საქართველოსა და რეგიონში?

სოფო წამალაშვილი: MAQRO DEVELOPMENT ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოში პირველმა დანერგა მწვანე კონცეფციის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. Green Budapest და Green Diamond არა მხოლოდ ენერგოეფექტური და გამწვანებული კომპლექსებია, არამედ ეკომეგობრული პროექტები, სადაც პრიორიტეტულია მომხმარებელთა საჭიროებები. ასეთმა მიდგომამ სხვა დეველოპერებსაც უბიძგა, შეექმნათ მსგავსი კონცეფციისა და მასშტაბების პროექტები. ამის ნათელი მაგალითია "მწვანე ალმასი".

"მწვანე ალმასის" პროექტი განთავსდა ტერიტორიაზე, სადაც არ არსებობდა არცერთი საცხოვრებელი კომპლექსი თუ კომერციული სივრცე. კომპანიის სწორმა მიდგომებმა, ინოვაციურმა მეთოდებმა და გათვლებმა ინტერესი სხვა მსხვილ ინვესტორებშიც გააჩინა. დღეს უკვე აღნიშნული ტერიტორია სრულად არის ათვისებული სხვადასხვა დეველოპერული კომპანიების მიერ, რაც MAQRO DEVELOPMENT-ის უნიკალური მიდგომისა და ხედვების კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია.

MAQRO CITY TBILISI სწორედ ჩვენი წარსული პროექტების გამოცდილებითა და დაკვირვებით შენდება. ახალ პროექტში გაცილებით გაზრდილია რეკრეაციული სივრცის მოცულობა. ასევე, ამ პროექტში გაიზარდა ინფრასტრუქტურა, რაც მას თვითკმარ საცხოვრებელ და საინვესტიციო სივრცედ აქცევს.

როგორ უზრუნველყოფს კომპანია ხარისხის კონტროლსა და მომხმარებლის კმაყოფილებას?

თითოეული ეტაპი, დაწყებული პროექტის დაგეგმვით, დასრულებული მშენებლობითა და ობიექტის ჩაბარებით, მკაცრად კონტროლდება გამოცდილი სპეციალისტების მიერ.

ხარისხის სტანდარტების დაცვა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვიყენებთ თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო სერტიფიცირებულ მასალებს, რაც უზრუნველყოფს ობიექტების სიძლიერეს, მდგრადობასა და უსაფრთხოებას.

რაც შეეხება მომხმარებლის კმაყოფილებას – ჩვენთვის თითოეული კლიენტი მნიშვნელოვანია. გვესმის, რომ ადამიანი საცხოვრებელ ბინას დიდი მოლოდინებით ირჩევს, ამიტომ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებიანები. ვთავაზობთ დეტალურ კონსულტაციებს, ვპასუხობთ ყველა კითხვას და უზრუნველვყოფთ ხარისხიან მომსახურებას. პროექტის ჩაბარების შემდგომ ჩვენ არ ვწყვეტთ კავშირებსა და ურთიერთობებს მობინადრეებთან, არამედ ბინის შეძენის შემდეგაც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან. ეს გვეხმარება, რომ დავიმსახუროთ ნდობა და შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა თითოეულ მომხმარებელთან.

როგორია კომპანიის ხედვა მომავალი განვითარების მიმართულებით? გეგმავს თუ არა MAQRO DEVELOPMENT რეგიონებში გაფართოებას?

მარიამ გოგოხია: კომპანია მუდმივად ცდილობს ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სამშენებლო მეთოდების დანერგვას.

მომავალშიც ვგეგმავთ მასშტაბურ და მრავალფუნქციურ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურბანულ განვითარებაში.

ამჟამად უკვე ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც ტრადიციულად იქნება უპრეცედენტო როგორც მასშტაბით, ისე ფუნქციონალით. თუმცა დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ მკითხველს – ჯერჯერობით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წინა პროექტების მსგავსად, ეს სიახლეც ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე

როგორ დავიწყო ბიზნესი

4 რჩევა ციფრული პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც დიდ მოგებას მოგიტანთ

მას ნივთის ფორმა არ აქვს და შესაბამისად, არც მისი დამუშავება იქნება ძვირი, თუმცა "ციფრული პროდუქტი" - ელექტრონული წიგნი იქნება თუ აუდიო, ბევრ ფულს მოგიტანთ