Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია! მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
NEXT მარბეიაში ახალ პროექტს იწყებს — ესპანეთის ბაზარზე შესვლა დეველოპერის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. კომპანია, რომელიც უკვე 3 კონტინენტზე ახორციელებს ინოვაციურ და პრემიუმ კლასის პროექტებს, ესპანეთის ყველაზე მზიან ქალაქში, მარბეიაში ვილების პროექტს წარმოგვიდგენს.
მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე. თბილი კლიმატი, 320 მზიანი დღე წელიწადში, ხმელთაშუა ზღვის ოქროსფერი სანაპიროები, გასაოცარი ბუნებ, მაღალი დონის ინფრასტრუქტურა, და ევროპის უმდიდრესი პორტი, ქალაქს მეტად პოპულარულს ხდის, როგორც მუდმივი ცხოვრებისთვის, ასევე რეკრეაციისთვის.
Villa Perla-ს სახელის მთავარ ინსპირაციას ზღვის ტალღები და მარგალიტი წარმოადგენს, რაც სრულად აისახება პროექტის ფასადის დიზაინში.
Villa Perla-ს მახლობლად მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლფის მოედანი Valderrama, სავაჭრო ცენტრები, მოდის სახლები, ცნობილი დიზაინერების ბრენდული სანაპიროები და პუერტო ბანუსის პორტი.
NEXT მარბეიას სამსართულიან ვილებს, ბოლო სართულზე ექნება გაშლილი ტერასა, საკუთარი მწვანე ეზო, საბავშვო ზონა, ორი აუზი, საპარკინგე სივრცე და გასაოცარი ხედი კოსტა დელ სოლის სანაპიროზე, საიდანაც აფრიკის მთებიც კი მოსჩანს.
შეგვიძლია ვთქვათ, NEXT-ისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია ესპანეთში.