სალუდა – თანამედროვე ელექტროსამონტაჟო, სამშენებლო და საპროექტო კომპანია საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შპს "სალუდა" წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე და თანამედროვე ელექტროსამონტაჟო, სამშენებლო და საპროექტო კომპანიას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში.

კომპანიის საქმიანობის ფართო სპექტრი მოიცავს: დაბალი და მაღალი ძაბვის ელქვესადგურების, გადამცემი ხაზების, ჰიდრო კვანძების, ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტების, საჰაერო და საკაბელო გადამცემი ხაზების, საცხოვრებელი სახლების, სასაწყობე ნაგებობებისა და სხვა მრავალი ტიპის სამრეწველო ობიექტების პროექტირებას, მშენებლობას, მონტაჟს, გაწყობა-გაშვების სამუშაოებს და შესაბამისი მოწყობილობების მიწოდებას.

ბრენდის საქმიანობის შესახებ Entrepreneur ესაუბრა კომპანიის შესყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელს, ნანა მჭედლიშვილს.

რა ქმნის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტს თქვენთვის?

ჩვენ ვფოკუსირდებით ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რათა გავზარდოთ ჩვენი პროექტების ეფექტურობა და უსაფრთხოება. ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა ენერგოეფექტურობის გადაწყვეტილებების ინტეგრირება, როგორიცაა მზის ენერგიის სისტემები, რაც ამცირებს ხარჯებს და მინიმუმამდე ამცირებს დანაკარგებს კომერციულ სექტორში.

ჩვენ ასევე ვიყენებთ ინტერნეტით მართვად კონტროლის სისტემებს ელექტრო და უსაფრთხოების სისტემების დისტანციური მონიტორინგისთვის, რაც პრობლემების სწრაფად გადაჭრის საშუალებას იძლევა.

პრიორიტეტს ვანიჭებთ რისკების მინიმიზაციას მიმდინარე კვლევისა და ტესტირების გზით. ეს უზრუნველყოფს, რომ შევარჩიოთ მდგრადი და უსაფრთხო გადაწყვეტილებები ჩვენი პროექტებისთვის. კომპანიის საიმედოობა, ასევე, განპირობებულია იმითაც, რომ ჩვენს პროექტებში აქტიურად ვიყენებთ ქარხნულ, მაღალხარისხიან მოწყობილობებს, როგორიცაა, მაგალითად, მსოფლიო გიგანტების, "შნაიდერ ელექტრიკის", "ბასლერის" და ა.შ. პროდუქცია.

ვინ არის "სალუდას" მომხმარებელი, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობთ თუ ინდივიდუალურ პირებთანაც?

ჩვენი დამკვეთები არიან, ძირითადად, ისეთი კომპანიები, როგორიცაა, მაგ., სს "თელასი", სს "ენერგო-პრო", სს "ხრამჰესი" და მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ კერძო პირებთანაც, ინდივიდუალური დაკვეთის შემთხვევაშიც.

რამდენი წელია ბაზარზე საქმიანობთ და როგორ მოიპოვეთ მომხმარებლის ნდობა?

კომპანია ბაზარზე ფუნქციონირებს 2015 წლიდან. კომპანიას სათავეში უდგას ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დარგის პროფესიონალი, რომელსაც ზურგს უმაგრებს დიდი გამოცდილების მქონე გუნდი, როგორც ტექნიკურ, ასევე, კომერციულ სფეროებში. სწორედ მაღალი დონის პროფესიონალიზმის, საიმედოობისა და ეფექტური და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებების წყალობით, კომპანიამ თანდათან მოიპოვა მყარი პოზიცია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.

თქვენი გამორჩეული პროექტებიდან რომელს გაიხსენებდით?

ჩვენთვის გამორჩეული პროექტი იყო ქ. ქუთაისში, "ქუთაისი 5" . ქვესადგურის (სს "ენერგო-პრო") რეკონსტრუქცია (დამკვეთი: ასოციაცია "ატუ"). შეკვეთა შევასრულეთ უმოკლეს დროში, ქვესადგურის პროექტის გადაკეთების ხარჯზე და უსწრაფესად მოხდა შესაბამისი მოწყობილობებით დაკომპლექტება და ჩართვა.

მიზანი იყო, ამ ქვესადგურიდან ელენერგია მიგვეწოდებინა ქ. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის, რომლის გახსნაც დაგეგმილი იყო პრემიერ-მინისტრის მიერ და ყველა სხვა კომპანიამ უარი თქვა ამ პროექტის განხორციელებაზე, შეზღუდული დროის გამო.

რამდენად კონკურენტულია ქართული ბაზარი და როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ სხვა საპროექტო და სამშენებლო კომპანიებისგან?

ქართული ბაზარი საკმარისად კონკურენტულია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებებია. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებთ კვლევაში, ტექნოლოგიასა და ტრენინგებში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი დამკვეთებისთვის უახლესი გადაწყვეტილებების შეთავაზება, მათთვის კომფორტის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მიღწევის მიზნით.

ინტენსიური საბაზრო კონკურენცია გვიბიძგებს, რომ მივიღოთ მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ვფოკუსირდეთ პერსონალიზებულ მომსახურებაზე და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებზე. კრედიტზე წვდომა კვლავ დაბრკოლებად რჩება პროექტის დაფინანსებაზე მოქმედი ეკონომიკური პირობების გამო, რაც გვიბიძგებს გავაძლიეროთ თანამშრომლობა ბანკებსა და ინვესტორებთან და ამავდროულად დავნერგოთ ადაპტირებადი ფინანსური მოდელები.

კვალიფიციური პერსონალის მოძიება ასევე გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ პარტნიორობას უნივერსიტეტებთან და ვახორციელებთ ინვესტიციებს სამუშაო ძალის განვითარებაში, რათა მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრი.

რა არის უახლესი ტექნოლოგიური ტრენდები, რომლის დამკვიდრებაც საქართველოში გსურთ?

კომპანია, თავისი უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, აქტიურად ცდილობს, დანერგოს ბაზარზე ISO სერტიფიცირების მქონე მოწყობილობების წარმოება, რაც პირველი იქნება ქართული ბაზრისთვის.

თქვენი გუნდისა და პროფესიონალების შესახებ რას გვეტყოდით?

ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და ანახლებენ ცოდნას, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ მხოლოდ საუკეთესო მომსახურება. ჩვენთვის ხარისხი ყოველთვის პრიორირეტულია. ყველა ჩვენი ელექტრომონტაჟი და საპროექტო სამუშაო ხორციელდება გამოცდილი სპეციალისტების მიერ, რომლებიც მუდმივად გადიან ტექნიკურ ტრენინგებს და აკრედიტებულ სერტიფიკატებს იღებენ. ჩვენი ტექნიკოსები კარგად იცნობენ და მისდევენ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ელექტროუსაფრთხოების სტანდარტს.

რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში და როგორია მიმდინარე სიახლეები?

კომპანია გეგმავს გეოგრაფიული მასშტაბის გაფართოებას და პროცესების გაციფრულებას, პროექტების მართვისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

საბოლოო ჯამში, კომპანია ცდილობს გახდეს რეგიონული ლიდერი ელექტრომონტაჟისა და მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებების სფეროში და პრიორიტეტად აქციოს მაღალი ხარისხის მომსახურება.

"სალუდასთვის" მთავარი მიზანი იქნება, რომ ჩვენი მომსახურება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი და აქტუალური სხვადასხვა ინდუსტრიისთვის, რაც ჩვენს მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ეფექტური, უსაფრთხო და ინოვაციური გადაწყვეტილებები.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე

როგორ დავიწყო ბიზნესი

4 რჩევა ციფრული პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც დიდ მოგებას მოგიტანთ

მას ნივთის ფორმა არ აქვს და შესაბამისად, არც მისი დამუშავება იქნება ძვირი, თუმცა "ციფრული პროდუქტი" - ელექტრონული წიგნი იქნება თუ აუდიო, ბევრ ფულს მოგიტანთ